Saturday, October 7, 2017

სპორტის სახეობები

1. პროექტის სახელწოდება: სპორტის სახეობები
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სპორტის სახეობების შესახებ ისტორიული ფაქტებისა და მონაცემების შეგროვება.
3.
პროექტის აქტუალობ: მსოფლიოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული სხვადასხვა სახის ვარჯიშობა; ცხენოსნობა, ნადირობა, ჭიდაობა, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში და მანძილზე ტყორნაცნა და სხვა. მათი მიზანი თავდაპირველად ფიზიკური წვრთნა და საბრძოლო უნარების შეძენა იყო, წილობრივ კი გართობაც. ვარჯიშთა ნაწილმა დროთა განმავლობაში სათამაშო - საშეჯობრო ხასიათი მიიღო. ასე, თანდათან ჩამოყალიბდა სპორტის სხვადასხვა სახეობები: ფრენბურთი, ფეხბურთი, ძიუდო, კარატე, კალათბურთი, ჩოკბურთი, გარბი მძლეოსნობა და სხვა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მნიშველოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ცოდნა თითოეული სპორტული სახეობის წარმოშობისა და ისტორიული ცნობების შესახებ.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა თითოეული სპორტული სახეობის წარმოშობისა და ისტორიული ცნობების შესახებ. განივითარონ კვლევა - ძიების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის, პრეზენტაციის  უნარ - ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: IX – X კლასი (14 – 15 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს სხვადასხვა სპორტული სახეობების წარმოშობის ისტორიაზე, მოამზადებენ ინტერვიუებს, როგორც მოქმედ, ისე ვეტერან ქართველ გამოჩენილ სპორტსმენებთან. მოსწავლეები ფოტოებზე ასახავენ, როგორც ჯგუფის მუშაობის პროცესს, ასევე მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოვლენებს, პროექტის ბოლოს მოაწყობენ ფოტო გამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი, მარკერები, ფლიფჩარტები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 აქტივობა 1 - მოსწავლეებისათვის მოვალეობების გადანაწილება.
 აქტივობა 2 - ინერნეტ სივრციდან, სახელმძღვანელოებიდან, სპორტული გამოცემებიდან,   ჟურნალ - გაზეთებიდან სხვადასხვა სპორტული სახეობის წარმოშობის შესახებ ისტორიული   ცნობების მოძიება.
აქტივობა 3 - მოძიებული მასალებით ნახატების შესრულება, ფოტო ალბომის შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა.
აქტივობა 4  - გამოჩენილ სპორტსმენებთან ინტერვიუს დაგეგმვა.
აქტივობა 5 - ფოტოგამოფენის მოწყობა.


10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სპ.X-XII.5               . მოსწავლეს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ (გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ხანდაზმულებზე მზუნველობის) გაერთიანებში;
·           ინიციატივას იჩენს სასკოლო ან საუბნო, საზოგადოებრივად სასარგებლო სპორტული ღონისძიებების მოწყობა-ჩატარებაში;
·           გაგებით ეკიდება სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
·           ასაკით უმცროსებს უხსნის სპორტული აქტივობის მნიშვნელობას და მოუწოდებს მათ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისაკენ;
·           საჭიროების შემთხვევაში აქტიურად ეხმარება მასწავლებელს სპორტული ღონისძიებების ორგანიზაცია-ჩატარებაში;
·           ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად.


1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო გოცირიძე
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninogociridze123@gmail.com